Logo

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს სატელეფონო ზარები, პაემნები და მიმოწერა 9 დეკემბრამდე შეეზღუდათ

სამართალი
159
Frontnews image description

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს 9 დეკემბრამდე სატელეფონო ზარები, პაემნები და მიმოწერა შეეზღუდათ.

4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულებისთვის შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია ადვოკატებმა დღეს გაავრცელეს.

შსს-მ პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდების ბრალდებით 5 ოქტომბერს დააკავა.

Advertisement