Logo

პარლამენტის დელეგაცია სლოვენიაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

პოლიტიკა
209
Frontnews image description

11-13 ოქტომბერს, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 71-ე წლიური სესია ჩატარდა, რომელშიც ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნიკოლოზ სამხარაძის (დელეგაციის ხელმძღვანელი), მარიამ ლაშხის და ლევან მახაშვილის შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა ასამბლეის კომიტეტების მიერ მომზადებული ანგარიშებისა და რეზოლუციების განხილვის პროცესში შესწორებები წარადგინეს, რომლებიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ოკუპირებულ რეგიონებს, ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ეხებოდა.

"დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს და შესწორებები შეიტანეს ასამბლეის რეზოლუციაში, რომელიც რუსეთის მიმართ ნატოს სამომავლო სტრატეგიას ეხება.

პარლამენტის დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მტკიცე ერთგულება ალიანსის საერთო ღირებულებებისადმი და დღის წესრიგისადმი ასამბლეის ხელმძღვანელობასთან დისკუსიებისას.

ნატოს ასამბლეის პლენარულ სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ასოცირებული სტატუსის კატეგორიიდან ახალ კატეგორიაში გადაინაცვლა - პარტნიორები ყოვლისმომცველი უსაფრთხოებისათვის. ამ კატეგორიაში აგრეთვე მოხვდნენ ევროპარლამენტი, უკრაინის რადა, ბოსნიის პარლამენტი, ავსტრიის პარლამენტი და ასე შემდეგ.

აღნიშნული ინსტიტუციური ცვლილებები ხელს შეუწყობს ნატოს პარტნიორი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოებს შორის საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებას და ნატოს საპარლამენტო ასამბლეასთან პარტნიორობის განმტკიცებას.

სესიის ბოლოს ასამბლეას ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მიმართა. მან ნატოს პრიორიტეტებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თაგები:

სლოვენია
Advertisement