პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დავით მამისეიშვილი დაამტკიცა

ავტორი
Frontnews საქართველო
პარლამენტმა 85 ხმით 12-ის წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დავით მამისეიშვილის არჩევას მხარი დაუჭირა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დავით მამისეიშვილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დავით მამისეიშვილის არჩევის შესახებ პარლამენტის დადგენილება 2027 წლის 30 აპრილს ამოქმედდება.
თაგები:
დავით მამისეიშვილი




