
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, დუბაის საამიროს მმართველის მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმის სამძიმრის წერილი მიიღო.
მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქტუმი უსამძიმრებს ქართველ ხალხს.
"ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა მისი უწმინდესობის, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის, ილია II-ის, გარდაცვალების შესახებ.
თქვენ აღმატებულებას, მეგობარ ქართველ ხალხს და განსვენებულის ოჯახს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ამ დიდი დანაკარგის გამო“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
თაგები:
სამძიმარი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს