პატრიარქი – დიდი გულისტკივილით შევიტყვეთ ცნობა რომის პაპის გარდაცვალების შესახებ, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულითადი სამძიმარი


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს საპატრიარქო რომის პაპის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილის აქვეყნებს.
“მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას,
კარდინალ ჯოვანი ბატისტა რეს,
კარდინალთა კოლეგიის დუაიენს
დიდი გულისტკივილით შევიტყვეთ ცნობა მისი უწმინდესობის, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ.
გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულითადი სამძიმარი და ჩვენი მწუხარება და თანაგრძნობა გადასცეთ თქვენი ეკლესიის იერარქებს, სამღვდელო პირებსა და სამწყსოს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი ხსოვნა.
გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დიდად მადლიერნი ვართ პაპ ფრანცისკესი, რადგან რომში, მის მიერ გადმოცემულ ტაძარში, ჯერ კიდევ 2014 წლიდან ქართული წირვა-ლოცვა აღევლინება; საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შემდგომ კი, ნიშნად იმისა, რომ გამოხატავდა განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის მიმართ, სიქსტეს კაპელაში მიიწვია თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი და მსოფლიოში წარმოაჩინა უნიკალური ქართული კულტურა, – მრავალხმიანი გალობა და ხალხური სიმღერა.
ყველა აღიარებს, რომ მისი უწმინდესობა, პაპი ფრანცისკე იყო მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, გამორჩეული თავმდაბლობით, სოციალურ პროექტთა დიდი ხელშეწყობით, მსოფლიოში მშვიდობის აქტიური მხარდაჭერით…
გამოვხატავთ ჩვენს ღრმა პატივისცემას მის მიმართ და ვლოცულობთ მისი უკვდავი სულისათვის”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
თაგები:
პატრიარქი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს