
ავტორი
Front News საქართველო
პენიტენციურ სისტემაში მყოფი შაქრიანი დიაბეტის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები საჭირო მედიკამენტებს "დიაბეტის მართვის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიახლე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ იმ პირებსაც შეეხება, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნიათ.
ცვლილების მიზანია მომსახურების ეფექტიანობის მაქსიმალურად გაზრდა და ბენეფიციართა მართვის გაუმჯობესება.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე მათთვის ინსულინის მიწოდებას იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი უზრუნველყოფდა. „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კი მედიკამენტებს შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის მქონე საქართველოს მოქალაქეები, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა და პენიტენციურ სისტემაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ბრალდებულები/მსჯავრდადებულები იღებდნენ.
თაგები:
ჯანდაცვის სამინისტრო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს