პესკოვი პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს


ავტორი
Front News საქართველო
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ვლადიმერ პუტინის დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
“ვაშინგტონში ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებასთან ერთად, ჩნდება მრავალი სხვადასხვა კომუნიკაცია და ეს კომუნიკაციები სხვადასხვა არხით ხორციელდება“, – განაცხადა პესკოვმა.
“ნიუ იორკ პოსტის” ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ტელეფონით ესაუბრა.
თაგები:
დიმიტრი პესკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს