პესკოვი – რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის ინტერვიუსთან დაკავშირებით განაცხადა.
ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, დაუსახა თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა რუს დიპლომატებს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით რამე კონკრეტული ამოცანები ან ვადები.
“არა, მკაფიო ვადები არა, მაგრამ ის, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების ნაბიჯებისთვის, ეს ნამდვილად ასეა. ჩვენ დაინტერესებული ვართ კეთილი ურთიერთობების ჩამოყალიბებით ყველა ქვეყანასთან, ვინც ამისთვის მზად არის და სურს“, – განაცხადა პესკოვმა.
თაგები:
დიმიტრი პესკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს