
ავტორი
Front News საქართველო
ახალი ყრილობის ვადა ამ მომენტისთვის ჩანიშნული არ გვაქვს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიაში ახალ ყრილობამდე ყველა თანამდებობის პირი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში უფლებამოსილების შესრულებას.
"ორ დღეში მხოლოდ თინა ბოკუჩავას არა, ყველა პარტიულ ინსტიტუციას ეწურება უფლებამოსილების ვადა იმიტომ, რომ ზუსტად ორი წლის წინ ჩატარდა ყრილობა და ორი წლით ვიყავით არჩეული ყრილობის მიერ, მაგრამ ჩვენს წესდებაში არის დათქმა, მუხლი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ყველა ეს თანამდებობის პირი თუ ამ პოზიციაზე მყოფი ადამიანი აგრძელებს თავისი უფლებამოსილების შესრულებას ახალ ყრილობამდე.
ახალი ყრილობის ვადა ამ მომენტისთვის ჩანიშნული არ გვაქვს", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას და პარტიაში სხვა ხელმძღვანელ პირებს 8 ივლისს ვადა ეწურებათ, რის შემდეგაც ახალი ყრილობა უნდა დაინიშნოს და პარტიამ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს