Logo

პეტრე ცისკარიშვილი - პოლიტსაბჭოს სხდომა ძირითადად, ყრილობის წინა მოსამზადებელ სამუშაოებს მიეძღვნება

პოლიტიკა
73
Frontnews
პეტრე ცისკარიშვილი - პოლიტსაბჭოს სხდომა ძირითადად, ყრილობის წინა მოსამზადებელ სამუშაოებს მიეძღვნება

პოლიტსაბჭოს სხდომა ძირითადად, ყრილობის წინა მოსამზადებელ სამუშაოებს მიეძღვნება, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სხდომის დღის წესრიგში ყრილობის გამართვის საკითხი იქნება, როგორიცაა დელეგატების მოწვევის წესი, ყრილობის თარიღი და ა.შ.

“გვექნება პოლიტსაბჭოს სხდომა. იცით, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა ძირითადად, ყრილობის წინა მოსამზადებელ სამუშაოებს მიეძღვნება. სხდომის დღის წესრიგში კი ყრილობის გამართვის საკითხი იქნება, როგორიცაა დელეგატების მოწვევის წესი, ყრილობის თარიღი და ა.შ.

პოლიტსაბჭოს წევრები ინფორმირებული არიან მთელი საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობა" დღეს, 15:00 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები