
ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ჩემი გულწრფელი სამძიმარი საქართველოს ხალხს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
როგორც სულიერი მამა, ის ერისთვის იყო გზის მაჩვენებელი სიხარულშიც და განსაცდელშიც.
შევიტყვე, რომ მას გერმანია კარგად იცნობდა.
დაე, მისმა უწმინდესობამ მშვიდობით განისვენოს", - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში დღეს, 17 მარტს გარდაიცვალა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს