ფიშერი - სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება, დიდი მადლიერება მრავალ კეთილ ადამიანსა და მეგობარს, რომლებმაც სოლიდარობით მიმიღეს

ავტორი
Front News საქართველო
"სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი წერს.
მისი თქმით, მადლიერია იმ ადამიანების, რომლებმაც საქართველოში სოლიდარობით მიიღეს.
"შემოდგომაზე ბერლინი, ეს განწყობაა, თუმცა, სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება. დიდი მადლიერება საქართველოში მრავალ კეთილ ადამიანსა და მეგობარს, რომლებმაც მადლიერებითა და სოლიდარობით მიმიღეს“, – წერს პეტერ ფიშერი.
გერმანიამ 19 ოქტომბერს ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. 6 ნოემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა.
თაგები:
პეტერ ფიშერი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


