ევროპარლამენტარი – ბუდაპეშტში ევროპელ ლიდერებს “საქართველოზე საუბრის დრო არ ჰქონდათ”, მოსკოვმა გამონახა დრო, ის თავის კონტროლს დაუქვემდებაროს


ავტორი
Front News საქართველო
ევროპელ ლიდერებს „დრო არ ჰქონდათ საქართველოზე სასაუბროდ“, რუსეთმა კი გამონახა დრო, რომ დაუქვემდებაროს თავის კონტროლს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი საფრანგეთიდან ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს.
ევროდეპუტატი ეხმაურება „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დღეს ბუდაპეშტში შეხვედრის დროს, ევროკავშირის ლიდერებმა დრო ვერ გამონახეს საქართველოზე დებატებისთვის.
„ბუდაპეშტში შეკრებილ ევროპელ ლიდერებს „საქართველოზე საუბრის დრო არ ჰქონდათ“. მოსკოვმა, თავის მხრივ, გამონახა დრო, რომ ის თავის კონტროლს დაუქვემდებაროს. ჩვენ ვერასდროს ვსწავლობთ“, – წერს ნატალი ლუაზო.
თაგები:
ნატალი ლუაზო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს