პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო, მათ შორის 209 ძირი მცენარე "კანაფი“ - დაკავებულია 7 პირი


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის, კახეთის, გურიის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
"განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების, ბრალდებით დაკავებულები არიან: 2000 წელს დაბადებული ლ.ფ.,1975 წელს დაბადებული გ.გ. და წარსულში ნასამართლევი პირები:1979 წელს დაბადებული გ.ჯ., 1979 წელს დაბადებული ჯ.გ., 1969 წელს დაბადებული ზ.ბ., 1959 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული გ.ხ..
სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოების და საკარმიდამო ეზოს ჩხრეკის შედეგად, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი „მცენარე კანაფის“ 209 ძირი., „მარიხუანა“ და „ბუპრენორფინი“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
თაგები:
კანაფი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს