ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ბრალდებულების დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ მიერ ჯგუფურად, უკანონოდ შეძენილი და შენახული სხვადასხვა მოდელის 4 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 156 საბრძოლო ვაზნა და 5 მჭიდი.
პოლიციამ სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





