
ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთში, ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს.
პოლონური მედია წერს, რომ ძებნაშია ბავშვის მამა, რომელიც ქართველია. ამასთან, დაკავებულია ბავშვის დედა, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.
პოლონური მედია პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ 5 თვის ბიჭი საავადმყოფოში პარასკევს შეიყვანეს. მას თავის ქალის მოტეხილობა და მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, რაც სავარაუდოდ, ცემის კვალზე მიანიშნებდა. საჭირო გახდა ოპერაციის ჩატარება.
ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია სამი ადამიანი: ბავშვის დედა და მოლდოვის მოქალაქე ორი მამაკაცი.
გამოძიების ვერსიით, ბავშვის დედა მომხდარის დროს მოლდოვაში სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად იმყოფებოდა, ბავშვი კი მამასთან ერთად და ორ ნაცნობ კაცთან ერთად სახლში დატოვა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თაგები:
პოლონეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს