9 მაისს პარლამენტიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
9 მაისს, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტიდან ევროპის მოედნის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.
მსვლელობის ორგანიზატორების განცხადებით, ქვეყნის ევროპულ მომავალს, "ქართული ოცნების" ხელისუფლება საფრთხეს უქმნის.
"ჩვენი ქვეყნის არჩევანი ევროპული ოჯახია - ამ გზაზე წლების განმავლობაში არაერთ წარმატებას მივაღწიეთ: ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ყველაფერი ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომელსაც დღეს საფრთხეს უქმნის ქართული ოცნება. შესაბამისად, საფრთხეშია ქვეყნის ევროპული მომავალი, ევროპული განათლება, განვითარებული ეკონომიკა და უსაფრთხოება.
დღევანდელი დღე არის გზავნილი ევროკავშირისათვის: მიუხედავად არალეგიტიმური მთავრობის რეპრესიული და ანტიევროპული პოლიტიკისა, ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით საქართველოს ისტორიული არჩევანისადმი. მიუხედავად რუსული რეჟიმის ზეწოლისა, ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ კურსს.
ჩვენ კვლავ გვახსოვს 28 ნოემბერს კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და ქართველი ხალხის ნებასთან.
ვაგრძელებთ სვლას ევროპისკენ!", - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
მსვლელობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს