პუტინი - დასავლური პროპაგანდა საბჭოთა კლიშეებისგან დიდად არ განსხვავდება


ავტორი
Front News საქართველო
თანამედროვე დასავლური პროპაგანდა დიდად არ განსხვავდება ცნობილი საბჭოთა კლიშეებისგან. ამჟამად აუდიტორიაში დიდი მოთხოვნაა უფრო ობიექტურ სიახლეებზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეარხ RT-ის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„გულწრფელად რომ ვთქვათ, დღევანდელი დასავლური პროპაგანდა დიდად არ განსხვავდება საბჭოთა პროპაგანდის ცნობილი კლიშეებისგან, რომლებიც საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ასე მუშაობენ ისინი“, - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ აირჩიეს ნამდვილმა პროფესიონალებმა, მათ შორის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან და ყველა კონტინენტიდან, RT-სთან თანამშრომლობა.
მან RT-ის მთავარ რედაქტორს მარგარიტა სიმონიანს და მის კოლეგებს იუბილე მიულოცა.
რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა ტატიანა მოსკალკოვამ კი მარგარიტა სიმონიანს "ადამიანის და სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სფეროში გამორჩეული მიღწევებისთვის" ჯილდო გადასცა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა