პუტინმა 30-საათიანი “სააღდგომო ზავი” გამოაცხადა


ავტორი
Front News საქართველო
რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა “სააღდგომო ზავი” გამოაცხადა და რუსული მხარე, მზად არის დროებით შეაჩეროს ყველა სამხედრო მოქმედება.
კრემლში შეხვედრისას პუტინმა მოისმინა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის მოხსენება საბრძოლო კონტაქტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ და განაცხადა, რომ რუსული მხარე შეწყვეტს ყველა სამხედრო მოქმედებას 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე.
“ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, დღეს, 18:00 საათიდან ორშაბათის ჩათვლით, რუსული მხარე აცხადებს სააღდგომო ზავს. ამ პერიოდში რუსეთის მხრიდან ყველა სამხედრო მოქმედება უნდა შეწყდეს. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ უკრაინული მხარე მიჰყვება ჩვენს მაგალითს. ამავდროულად, ჩვენი ჯარები მზად უნდა იყვნენ მოიგერიონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესაძლო დარღვევა და მტრის პროვოკაცია, მისი ნებისმიერი აგრესიული ქმედება”, – განაცხადა პუტინმა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს