ყულიშკარში სამი დის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, საკვებით ინტოქსიკაცია გახდა

ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყულიშკარში სამი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, საკვებით ინტოქსიკაცია გახდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია როგავების ოჯახის სამი წევრი. მათი ცხედრები სახლში მეზობელმა იპოვა.
"გარდაცვლილია სამი პიროვნება. რით არიან გარდაცვლილი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. დები იყვნენ. სამივე და მარტო ცხოვრობდა, გაუთხოვარი გოგოები იყვნენ. სუნი იგრძნო მეზობელმა ჭიშკართან. დაახლოებით 4-5 დღე არ ჩანდნენ. ექსპერტიზას წაღებული აქვს ყველაფერი, საჭმელიც, წყალიც. მე რომ ვიყავი, უკვე ექსპერტიზა მოსული იყო", - აცხადებს სოფლის გამგებელი ლადო შველიძე.
გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.





