Logo

ყვარლის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

შემთხვევა
363
Frontnews
ყვარლის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

ყვარლის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა.

მოზარდების ნაწილს მცირე დაზიანებები აღენიშნებათ და კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის პირველ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები