"რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი დღეს, ყველგან ორგანიზების უმაღლესი სტანდარტებია, ეს ქვეყანაში დემოკრატიული ცხოვრების კარგ დონეს ადასტურებს"

ავტორი
Frontnews საქართველო
რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდი დღეს, ყველგან ორგანიზების უმაღლესი სტანდარტებია, - განაცხადა დამკვირვებელმა საფრანგეთიდან პიერ ანტუან ჟილბერ ვიქტორმა.
მისი თქმით, ეს ქვეყანაში დემოკრატიული ცხოვრების კარგ დონეს ადასტურებს.
„ძალიან გაოცებული ვარ, განსაკუთრებით სამოქალაქო ჩართულობით. უამრავი ადამიანია მოხალისე, ვინც ხელს უწყობს ორგანიზებას. ვფიქრობ, ეს ევროპის ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის კარგი გაკვეთილია“, - აღნიშნა მან.
თაგები:
არჩევნები




