Logo

რაუფოღლუ - ძალიან დიდი ამბავია MEGOBARI Act-ისთვის! სენატში სამიდან ერთი ბლოკირება გაუქმდა

პოლიტიკა
338
Frontnews image description

ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-ის სენატში MEGOBARI Act-ზე დაწესებული სამიდან ერთ-ერთი ბლოკირება გაუქმდა.

"ძალიან დიდი ამბავია MEGOBARI Act-ისთვის! სენატში სამიდან ერთი ბლოკირება გაუქმდა – წყაროები მეუბნებიან! წინ გავდივართ!“ – წერს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში.

მანამდე რაუფოღლუმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სენატში MEGOBARI აქტის მიღებას სენატორები - რენდ პოლი, მაიკ ლი და მარკუეინ მალენი აჭიანურებდნენ. მოგვიანებით, მანვე დაწერა, რომ აღნიშნულმა სენატორებმა განაცხადეს, რომ ლობისტურმა ჯგუფებმა შეიყვანეს შეცდომაში, რომ თითქოს "MEGOBARI აქტი მთელ ერს ასანქცირებდა".

MEGOBARI Act ითვალისწინებს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც აშშ-ის შეფასებით, ხელს უშლიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში.

 

თაგები:

სენატი
Advertisement