
ავტორი
Front News საქართველო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უნდა გადადგეს.
"ჩვენ საერთაშორისო კრიზისის შუაგულში ვართ. პირველად და ხმამაღლა ვიტყვი: ჩვენ უნდა შევცვალოთ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ქალბატონი კალასი. ევროკავშირი უპრეცედენტო კრიზისის წინაშე დგას. მხოლოდ ისინი გადარჩებიან, ვინც მდგრადია – იქნება ეს ეკონომიკური, სამხედრო თუ ენერგეტიკული სექტორი“, – განაცხადა ფიცომ.
მისივე თქმით, მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, სლოვაკეთს ძლიერი და სტაბილური მთავრობა სჭირდება.
სამხედრო ჩართულობასთან დაკავშირებით ფიცომ დაადასტურა, რომ მისი ხელმძღვანელობით სლოვაკეთი უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის, სამაგიეროდ, მისი ქვეყანა ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გააგრძელებს.
თაგები:
რობერტ ფიცო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს