რომან გოცირიძე – როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება რუსეთის მხრიდან და ზუსტად იმავე კონტექსტით ხუმრობ, ეს ნიშნავს, რომ ჭკუა არ გაქვს


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ევროპულ ფულზე უარის სანაცვლოდ რუსეთი საქართველოს აფხაზეთსა და ოსეთს დაუბრუნებს, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს რომან გოცირიძეს სულელურ ხუმრობად მიაჩნია.
როგორც მან Front News-ს განუცხადა, არ ფიქრობს, რომ პრემიერის განცხადება ფარული გეგმების წამოცდენაა, არამედ მიაჩნია, რომ ღარიბაშვილმა “უგუნურად გაიხუმრა”.
“ყოველი ნაბიჯით როდესაც ვშორდებით ევროპას, იმავე დღესვე რეაგირებას აკეთებს რუსეთი. 5 ივლისის დარბევის შემდეგაც, გახსოვთ, როგორ გამოექომაგა რუსეთი საქართველოს მთვრობას და განაცხადა, რომ მზადაა უვიზო რეჟიმი შემოიღოს და ფრენები აღადგინოს. ახლაც, როგორც კი ევროპულ ფულთან დაკავშირებით მოხდა სკანდალი, კვლავ დაიწყო საუბარი ფრენებზე და ვიზებზე. მაშინ თუ კარასინის განცხადება იყო, ახლა თვით ლავროვმა განაცხადა – თუ თქვენ ევროპისკენ არ წახვალთ და აქეთ გადმოუხვევთ, ჩვენ დაგასაჩუქრებთო. ეს დასაჩუქრება ყოფილა თურმე ფრენების აღდგენა. როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება რუსეთის მხრიდან და ზუსტად იმავე კონტექსტით ხუმრობ, ეს ნიშნავს, რომ ჭკუა არ გაქვს და მეტი არაფერი”, – განაცხადა გოცირიძემ.
გვარამიას გადაეცით, რომ ახლა ვმუშაობთ შემდეგ საკითხზე – ვინაიდან ჩვენ უარი ვთქვით სესხის აღებაზე, რუსეთი გვიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს, ყველაფერი კარგად არის, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
თაგები:
რომან გოცირიძე

შალვა პაპუაშვილი – ნურავინ თავს ნუ იტყუებს და ნუ იმშვიდებს, ეს კატასტროფული მარცხი მათთვის ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა ადგილი მიუჩინა

გოგა ხაინდრავა – როდესაც პოლიტიკური, სამართლებრივი, საბანკო და მედია ერთ ხმაში მღერის რაღაც მელოდიას, ნიშნავს, რომ მას ჰყავს დირიჟორი – ეს ცალსახაა და ეს დირიჟორი არ არის შვეიცარიაში

დავით ზურაბიშვილი – თუ ასეთი რამ მოხდა, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთმა ჩვენზე ხელი ჩაიქნია და პრაქტიკულად, გადაგვაბარა რუსეთის გავლენის სფეროს