
ავტორი
Front News საქართველო
გავაგრძელებ ომის წინააღმდეგ ხმამაღლა საუბარს, დღეს მსოფლიოში ბევრი უდანაშაულო ადამიანი იღუპება, ვფიქრობ, ვინმემ უნდა თქვას, რომ არსებობს უკეთესი გზა, – ასე გამოეხმაურა რომის პაპი ლეო XIV დონალდ ტრამპის კრიტიკას.
„როიტერთან“ ინტერვიუში რომის პაპმა აღნიშნა, რომ, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან პირდაპირი კრიტიკის მიუხედავად, ომის წინააღმდეგ აქტიურ გამოსვლებს გააგრძელებს.
"არ მსურს მასთან დებატებში შესვლა. არ ვფიქრობ, რომ სახარების გზავნილი უნდა იყოს გამოყენებული ისე, როგორც ამას ზოგიერთი ადამიანი აკეთებს. გავაგრძელებ ომის წინააღმდეგ ხმამაღლა საუბარს, შევეცდები მშვიდობის ხელშეწყობას, დიალოგისა და მრავალმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას ქვეყნებს შორის, რათა პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტები მოიძებნოს. დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება. ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი იღუპება. ვფიქრობ, ვიღაც უნდა წამოდგეს და თქვას, რომ არსებობს უკეთესი გზა“, – განაცხადა რომის პაპმა ლეო XIV-მ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელია და არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს