
ავტორი
Front News საქართველო
კიევის დარნიცის რაიონში შენობის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე 20 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. რუსული დარტყმის ადგილზე სამაშველო ოპერაციები გრძელდება, - ინფორმაციას სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
შენობის ნანგრევებიდან კიდევ ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ცხრასართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის ხუთს შეადგენს.
დაღუპულთა გარდა, სულ მცირე 20 ადამიანის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.
კიევში ღამით მომხდარი დაბომბვის შედეგად 39 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა. 28 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს