
ავტორი
Front News საქართველო
4 აპრილის დილით, რუსები დრონების გამოყენებით თავს დაესხნენ დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლი ბაზარს. ხუთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
22 დაშავებულიდან 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან 14 წლის გოგონა და ორი მამაკაცი - 28 და 72 წლის, მძიმე მდგომარეობაში არიან. ექიმების თქმით, სხვა დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა.
4 აპრილის ღამეს რუსეთმა უკრაინას 286 თავდასხმის დრონით ექვსი მიმართულებით შეუტია. საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის დრონების უმეტესობის ჩამოგდება მოახერხეს. 4 აპრილს, დილით რუსებმა დრონებით კიევსაც შეუტიეს. ერთ-ერთ რაიონში საოფისე შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
3 აპრილს ხარკოვზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა, 37 დარტყმა 18 სხვადასხვა ადგილას დაფიქსირდა. რუსებმა ბალისტიკური რაკეტები და დრონები გამოიყენეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს