რუსეთის საბრძოლო დანაკარგები 3 თებერვლის მდგომარეობით - უკრაინის გენშტაბი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 242 290 (+760) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 03.02.26-მდე: ტანკები – 11 633 (+6), ჯავშანტექნიკა – 23 985 (+4), საარტილერიო სისტემები – 36 855 (+53), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 633 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 292 (+1), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 122 388 (+1 171), ფრთოსანი რაკეტები – 4 205 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 76 738 (+153), სპეციალური ტექნიკა – 4 058 (+1).





