
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევში 9 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია, - ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
დაბომბვამ უკრაინის დედაქალაქის ხუთ რაიონში ხანძარი და ნგრევა გამოიწვია.
სოლომიანის რაიონში ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. ერთ მისამართზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა ნაწილობრივ განადგურდა და ხანძარი გაუჩნდა, მეორე მისამართზე კი ავტოსადგომზე ავტომობილები დაიწვა. სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაშველებმა ზედა სართულებიდან 35 ადამიანი გამოიყვანეს და ხანძარი ჩააქრეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დარნიცის რაიონში 7 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.
შევჩენკოს რაიონში დაბომბვის შედეგად არასაცხოვრებელ შენობასა და სასწრაფო დახმარების მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა. ერთ-ერთ მისამართზე ერთი ადამიანი დაშავდა. ხანძარი ასევე გაჩნდა კინოსტუდიის ტერიტორიაზე; ის ლოკალიზებულია.
დნიპროს და პეჩერის რაიონებში დაზიანდა მაღაზია, ოთხი კერძო სახლი და დამხმარე ნაგებობები.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს