რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 27 ოქტომბრის ღამეს 193 დრონი იქნა ჩაჭრილი და განადგურებული, მათ შორის 40 მოსკოვის ოლქის თავზე იყო.
მისივე მტკიცებით, თავდაცვის სისტემებმა ჩაჭრეს და გაანადგურეს 47 დრონი ბრიანსკის ოლქის თავზე, 42 კალუგის ოლქის თავზე, 40 მოსკოვის ოლქის თავზე, მათ შორის 34 დრონი „მოსკოვისკენ მიფრინავდა“, 32 ტულის ოლქის თავზე, 10 კურსკის ოლქის თავზე, 7 ორიოლის ოლქის თავზე, 4 როსტოვის ოლქის თავზე, 4 ვორონეჟის ოლქის თავზე, 2 ორენბურგის ოლქის თავზე, 2 ტამბოვის ოლქის თავზე, 1 ტამბოვის ოლქის, ლიპეცკის ოლქის თავზე, 1 სამარის ოლქის თავზე.
რუსულმა მედიამ 26 ოქტომბრის საღამოს მოსკოვზე უცნობი დრონების თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა „ყველაფერი ჩამოაგდეს“.
ასევე, 26 ოქტომბრის შუადღისას, მოსკოვის რეგიონში, იმ აეროდრომთან ახლოს, სადაც რუსული სტრატეგიული ავიაციაა განთავსებული, აფეთქებების ხმა ისმოდა.
შეტევის ქვეშ მოექცა "შაიკოვკას" სტრატეგიული ავიაციის აეროდრომი და "კალუგის" აეროპორტი რუსეთის კალუგის რეგიონში.
ამავდროულად, ინტერნეტში გამოჩნდა რუსეთის ფედერაციაში, ბელგოროდის წყალსაცავის კაშხალზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგების ამსახველი თანამგზავრული ფოტოები. ამ ტერიტორიაზე ოთხი რუსული ბრიგადაა განლაგებული. დაიტბორა რუსი ჯარისკაცების განთავსების ადგილები.
თაგები:
მოსკოვი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


