Logo

რუსეთის ცესკოს მონაცემებით, ბიულეტენების 95.01%-ის დათვლის შემდეგ, 5%-იანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა

მსოფლიო
144
Frontnews
რუსეთის ცესკოს მონაცემებით, ბიულეტენების 95.01%-ის დათვლის შემდეგ, 5%-იანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 95.01%-ის დათვლის შემდეგ, 5%-იანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა და პარტიული სიებით სახელმწიფო დუმაში შევიდა.

მათ შორის არიან "ერთიანი რუსეთი“, რუსეთის კომუნისტური პარტია, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია და "ახალი ხალხი“. ამგვარად, მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმაში, სავარაუდოდ, იგივე პარტიები შევლენ, "სამართლიანი რუსეთის“ გარდა.

ამ დროის მონაცემებით, "ერთიან რუსეთს“ ხმების 57,83% აქვს, რუსეთის კომუნისტურ პარტიას - 13,81%, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას - 8,97%, „ახალ ხალხს“ - 7,96%, „სამართლიან რუსეთს“ - 4,96%.

დისტანციური ელექტრონული კენჭისყრის შედეგად, "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 49.06% მიიღო, მეორე ადგილზე „ახალი ხალხი“ გავიდა 15.42 პროცენტით, რუსეთის კომუნისტური პარტია 12.26 პროცენტით და რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია 10.79 პროცენტით.

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 18-20 სექტემბერს გაიმართა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 56%-ზე მეტი შეადგინა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები