"ყველაზე პატარა მხოლოდ 28 დღისაა" - ხარკოვში დაშავებულთა რაოდენობამ 40 ადამიანს გადააჭარბა


ავტორი
Front News საქართველო
მინიმუმ 42 ადამიანი დაშავდა რუსეთის მიერ ხარკოვზე მართვადი ბომბებით დარტყმის შედეგად. მათ შორის არიან ჩვილებიც, - ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი და ხარკოვის რეგიონული პროკურატურა ავრცელებს.
"ქალაქის დღისით დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა. მათ შორისაა ორი ჩვილი - 28 დღის გოგონა და ორი თვის ბიჭი, ასევე, 10 წლის გოგონა და ორი 17 წლის მოზარდი“, - განაცხადა ტერეხოვმა.
თავის მხრივ, პროკურატურამ განმარტა, რომ დარტყმის შედეგად ექვსი ბავშვი დაშავდა - 28 დღის გოგონა; ერთი წლის გოგონა; ათი წლის გოგონა; 17 წლის გოგონა; 2 თვის ბიჭი; 17 წლის ბიჭი.
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრზე საავიაციო ბომბებით იერიში დღეს მიიტანეს.
თაგები:
ხარკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს