სუმის ოლქში სამგზავრო მიკროავტობუსზე რუსების საჰაერო დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა


ავტორი
Front News საქართველო
სუმის ოლქში, ბელოპოლიეს მახლობლად, სამგზავრო მიკროავტობუსზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 4 დაიჭრა.
წინასწარი მონაცემებით, რუსები სამგზავრო ტრანსპორტს "ლანცეტის" ტიპის დრონით დაესხნენ თავს.
დაღუპულთა უმეტესობა მოხუცი ქალია. ამ დროისთვის ცხედრების გამოყვანა მიმდინარეობს.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა განზრახ დაარტყეს ავტობუსს, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
ეროვნულმა პოლიციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის შემთხვევითი დაბომბვა, არამედ განზრახ ომის დანაშაული - სამოქალაქო ობიექტზე თავდასხმა, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს.
თაგები:
სუმის ოლქი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს