საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვა 3:0 დაამარცხა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვასთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
პირველივე ტაიმში ქართველები დომინირებდნენ. ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მოლდოვის მეკარემ ნათია დანელიას თავური დარტყმა ვერ მოიგერია.
პირველმა გოლმა თამაში გახსნა და საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო გაააქტიურა. 31-ე წუთზე თინათინ ამბალიამ მეორე შედეგიანი შეტევა გოლით დააგვირგვინა.
მალევე ნათია დანელიამ კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და დუბლი შეასრულა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების უპირატესობით 3:0 დასრულდა.
მეორე ტაიმშიც საქართველოს ნაკრები აშკარად სჯობდა მეტოქეს, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხა და შეხვედრა 3:0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ დავით პეტრიაშვილის არენაზე ჩატარებული წინა, პირველი ამხანაგური შეხვედრა ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
თაგები:
ქალთა ეროვნული ნაკრები
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


