საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა "კარპატის თასი" მოიგო

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა "კარპატის თასი“ ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიგო.
ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა ხელბურთელთა ნაკრებმა პირველ ტურში სლოვაკეთს 31:28 სძლია, მეორე ტურში მასპინძელი რუმინეთი 30:27 დაამარცხა, ხოლო დღეს უკრაინას შეხვდება, რომელიც თავის მხრივ, უქულოდ არის და მიუხედავად შედეგისა, საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე დარჩება.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს, სლოვაკეთს და რუმინეთს 2-2 ხოლო უკრაინას ანგარიშზე ნული ქულაა.
საქართველოს ნაკრებმა "კარპატის თასზე“ წელს, იანვრის დასაწყისშიც იასპარეზა და ოთხ გუნდს შორის მეორე ადგილი დაიკავა.
თაგები:
ხელბურთელთა ნაკრები




