საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური აშშ-ის არმიის 250-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი ქალაქ ვიზბადენში გამართულ აშშ-ის არმიის 250-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ქართველი გენერალი იუბილეზე ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის მეთაურმა, გენერალ კრისტოფერ დონაჰიუსმა პირადად მიიწვია.
ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ამერიკელ გენერალს აშშ-ის არმიის იუბილე მიულოცა და თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და ტრანსფორმაციაში აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილი. გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მასპინძელს მადლობა გადაუხადა იმ პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკული მხარე საქართველოს თავდაცვის ძალებს უწევს.
თაგები:
გიორგი მათიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს