
ავტორი
Front News საქართველო
ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა ჩატარდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას საქართველოს თავდაცვის ძალების დელეგაცია, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილის ხელმძღვანელობით დაესწრო.
"ნატო-საქართველოს ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები.
ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე უნგრეთის, იტალიის, სლოვაკეთისა და თურქეთის თავდაცვის ძალების მეთაურებთან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გიორგი მათიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს