საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

ავტორი
Frontnews საქართველო
საქართველოსა და ნაურუს (ნაოერო) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამის დოკუმენტს ხელი ნიუ-იორკში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.
განკარგულება საქართველოსა და ნაოეროს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერის თაობაზე, საქართველოს მთავრობამ დღეს გამოსცა.
თაგები:
ნაურუ




