
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე ირანის ისლამური რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით, ბრალდებულის სახით მასთან ერთად დაკავებული მამაკაცის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაყვანას, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის „სარფის" გვერდის ავლით, უკანონოდ და მალულად ცდილობდა.
პოლიციამ ორივე მათგანი სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 - 344-ე პრიმა, 19-344-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს