Logo

სალომე სამადაშვილი - დარწმუნებული ვარ, მათ მომხრეებსაც ესმით, რამდენად სახიფათოა საქართველოსთვის აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე დარჩენა

პოლიტიკა
6 საათის წინ / 11:57
203
Frontnews image description

ხალხმა უნდა დაინახოს, რომ რუსული რეჟიმი მათ ატყუებს, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახიფათოა საქართველოსთვის აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენა.

"ამ განცხადებას, პირველ რიგში, ყურადღებით უნდა მოუსმინოს იმ ხალხმა, რომელსაც "ქართული ოცნება" თავისი პროპაგანდით ატყუებს, იმ ხალხმა, ვინც ხმა მისცა "ქართულ ოცნებას" იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, მათ მომხრეებსაც ესმით, რამდენად სახიფათოა საქართველოსთვის აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენა და ამ ხალხმა უნდა დაინახოს, რომ რუსული რეჟიმი მათ ატყუებს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Advertisement