Logo

სალომე ზურაბიშვილი - განვლილმა ერთმა წელმა მოგვცა მთავარი, რომ ჩვენი თავის გვჯერა, ვიცით, რომ ყველაფერი შეგვიძლია

პოლიტიკა
84
Frontnews image description

განვლილმა ერთმა წელმა მოგვცა მთავარი, რომ ჩვენი თავის გვჯერა, ვიცით, რომ ყველაფერი შეგვიძლია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც საპროტესტო მსვლელობას შეუერთდა.

მისივე თქმით, ჩანს, რომ რეჟიმი გადადის ისტერიულ რეპრესიაზე.

"განვლილმა ერთმა წელმა მოგვცა მთავარი, რომ ჩვენ ჩვენი თავის გვჯერა, ვიცით, რომ ყველაფერი შეგვიძლია. ეს ხალხი ერთი წლის მერე ამ რაოდენობით გამოდის, იმის მიუხედავად თუ რა ისტერიული რეპრესიები ჩატარდა, მაინც დგას, მაინც გამოდის, მაინც არის ლაღი და იმედიანად მომავლისკენ მიმართული. ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება.

ჩანს, რომ რეჟიმი გადადის ისტერიულ რეპრესიაზე, იზოლაციაზე, რომელიც ყველა მონაცემით არის კლასიკური ნიშანი სისუსტის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალის ნიშანი, რომელსაც ვერავინ ვერაფერს უზამს, როცა ხალხი თავისას ამბობს, ამას წინ ვერავინ აღუდგება. ერთად ვდგავართ და ერთად ვიდგებით ბოლომდე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Advertisement