სამართალდამცველებმა "სარფის" ტერიტორიაზე სხვადასხვა მოდელის 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 8 მჭიდი და ვაზნები ამოიღეს

ავტორი
Frontnews საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, სკანერის საშუალებით, სპეციალურად მოწყობილ სამალავიდან სხვადასხვა მოდელის 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 8 მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით, ასევე, 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





