სანდრო რაქვიაშვილი – არაფერი ახალი, მნიშვნელოვანი და სასარგებლო ამ კომისიას არ გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო გააღვივა სიძულვილი


ავტორი
Front News საქართველო
ეს კომისია პოლიტიკური სპექტაკლია და სპექტაკლის მთავარი მიზანია, რომ ხალხის ყურადღება გადაიტანონ უმნიშვნელო საკითხებზე, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასარგებლო ამ კომისიას არ გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო გააღვივა სიძულვილი.
“ეს კომისია, ზოგადად, პოლიტიკური სპექტაკლია და სპექტაკლის მთავარი მიზანია, რომ ხალხის ყურადღება გადაიტანონ უმნიშვნელო საკითხებზე, რასაც პრინციპში, რაღაც დოზით საკმაოდ ეფექტიანად ასრულებს, მაგრამ დანარჩენ ნაწილში არაფერი ახალი, მნიშვნელოვანი და სასარგებლო ამ კომისიას არ გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო გააღვივა სიძულვილი, ბრაზი და ა.შ.”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
თაგები:
სანდრო რაქვიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს