სანდუ - ქართველი ხალხის სიმტკიცის პატივსაცემად, ვანიჭებთ მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს


ავტორი
Front News საქართველო
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სალომე ზურაბიშვილს მოლდოვის უმაღლესი ჯილდო, რესპუბლიკის ორდენი მიანიჭა.
"ქართველ მამაც ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. მოლდოვა დგას ყველას გვერდით, ვისაც სჯერა თავისუფლების, ღირსებისა და ევროპული მომავლის, ჩვენი გზა შესაძლოა, ყოველთვის არ იყოს მარტივი, მაგრამ ის ღირს ერთად გასავლელად. საქართველოს გაუმარჯოს!
ქართველი ხალხის სიმტკიცის პატივსაცემად, ვანიჭებთ რესპუბლიკის ორდენს - მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
მისი ლიდერობა და ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი შთაგონებას გვმატებს", - წერს სანდუ სოციალურ ქსელში.
თაგები:
მაია სანდუ

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს