Logo

საპატრულო პოლიციამ გერმანიის მიერ სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ძებნილი ორი პირი დააკავა

სამართალი
539
Frontnews
საპატრულო პოლიციამ გერმანიის მიერ სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის ძებნილი ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი გატაცების, გაუპატიურებისა და სხეულის დაზიანების ბრალდებით იძებნებოდნენ.

დაკავებულებმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთეს, ვიდრე მათზე ძებნა გამოცხადდებოდა.

ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები