Logo

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავა

სამართალი
751
Frontnews
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ირანის  მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მამაკაცი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები