
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 2 პირი: 1984 წელს დაბადებული ვ.გ. და 1969 წელს დაბადებული კ.ს. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულები თბილისში, ავტომობილებით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით, სხვადასხვა დროს შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს