საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს ცრუ შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს


ავტორი
Front News საქართველო
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე, მოქალაქეების მხრიდან არაერთი სატელეფონო ზარი განხორციელდა.
ზარის ინიციატორები მიუთითებენ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახელით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს.
მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მხრიდან არ არის გაგზავნილი და მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში.
ასევე, ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ”, – აღნიშნულია განცხადებაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს