Logo

საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში

Frontnews image description

საქართველოში საფრანგეთის საელჩო შიო მესამეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს.

"საქართველოში საფრანგეთის საელჩო ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო მესამეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და მთელი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები